აშშ

აშშ-ში უმუშევრობის დონე 1969 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია, აპრილში 263 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა

Fortune

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში 1969 წლის დეკემბრის შემდეგ აშშ-ში უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალია.

2019 წლის აპრილში აშშ-ში მოსალოდნელზე 185 000-ზე მეტი, 263 000 ახალი სამუშაო ადგილი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეიქმნა. ბიზნეს სერვისები - 76 000 ახალი სამუშაო ადგილი, მშენებლობა - 33 000, ჯანდაცვა - 27 000, სოციალური დახმარება – 26 000, ფინანსური სექტორი - 12 000.

აშშ-ში საშუალო საათობრივი გამომუშავება 0.2% -ით გაიზარდა.

უკვე მე-14 თვეა, რაც აშშ-ში უმუშევრობის დონე 4% ან უფრო ნაკლებია.

1969 წლის დეკემბერში უმუშევრობის მაჩვენებელი 3.5% იყო.

კომენტარები