აშშ - ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში მოკლე დამიზნების რაკეტები გამოსცადეს

0 კომენტარი
ფოტო: REUTERS

სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ჰოდოს ნახევარკუნძულიდან მოკლე დამიზნების რაკეტები გაისროლეს. მათი ინფორმაციით, რაკეტებმა 70-დან 200 კილომეტრამდე იფრინეს და შემდეგ იაპონიის ზღვაში ჩაეშვნენ.

ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, 2017 წლის ნოემბრის შემდეგ ეს რაკეტების პირველი გაშვება იქნება.

4 მაისს აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა - "ამ ძალიან საინტერესო სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მჯერა, რომ კიმ ჩენ ინი სრულიად იაზრებს ჩრდილოეთ კორეის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს და არაფერს ისეთს გააკეთებს, რაც ამას ხელს შეუშლის ან დაასრულებს. მან ასევე იც, რომ მე მასთან ვარ და არ მინდა ჩემთვის მოცემული დაარღვიოს. შეთანხმება მიიღწევა!“

თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ იციან ჩრდილოეთ კორეის ქმედებების შესახებ და მონიტორინგს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით გასულ თვეს, მათ ე.წ. ტაქტიკურად მართვადი იარაღი გამოსცადეს მას შემდეგ, რაც ვიეტნამში კიმ ჩენ ინისა და ტრამპის სამიტი წარუმატებლად დასრულდა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით, ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

აპრილში კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ მოლაპარაკებების გასაგრძელებლად დონალდ ტრამპს "სწორი დამოკიდებულება" უნდა ჰქონდეს.

18 აპრილს ე.წ. ტაქტკური იარაღის გამოცდინან მალევე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მაიკ პომპეო უპასუხიმგებლობასა და არაადეკვატურობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, თუ პომპეო მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს ისინი უშედეგო იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები