საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში

ყაზახეთში პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი პირველად გახდა

BNews.kz

დანია ესპაევა არის პირველი ქალი ყაზახეთის ისტორიაში, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. 

ყაზახეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირდა

ესპაევა დემოკრატიულმა პარტია აკ ჟოლ-მა 25 აპრილს წარადგინა. მათ ქვეყნის 17-ვე რეგიონიდან 144 098 ხელმოწერა შეაგროვეს, აქედან საარჩევნო კომისიამ 139 541 ხელმოწერა სცნო. ყაზახეთში კანდიდატად დასარეგისტრირებლად მინიმუმ 118 140 ხმაა საჭირო. 

ცნობისთვის, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 9 ივნისს გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ქვეყანას გარდამავალი პრეზიდენტი, 65 წლის კასიმ-ჯომარტ ტოკაევი ჰყავს. პრეზიდენტის მოვალეობას კი მას შემდეგ ასრულებს, რაც ნურსულთან ნაზარბაევი თანამდებობიდან მიმდინარე წლის მარტში გადადგა. 

78 წლის ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 28 წელი მართავდა.

ტოკაევის ინიციატივით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას სახელი შეუცვალეს და ნურსულთანი დაარქვეს. 

კომენტარები