მკვლელობა

სოფელ იყალთოში მამაკაცი მოკლეს, ბრალდებული დაკავებულია

flickr

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა. 42 წლის მამაკაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან 2 საათში, გურჯაანის ერთერთ სოფელში დააკავა 1992 წელს დაბადებული პირი - მოკლულის თანასოფლელი. უწყების ინფორმაციით, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

კომენტარები