წითურები

საცვლების ბრენდი ​Red Hot 2020 წლის​ ევროპის კალენდრისთვის წითურ ბიჭებს ეძებს

საცვლების ბრენდი Red Hot 6 წითურ ბიჭს ეძებს, რომლებიც ბრენდის ევრუპლი კალენდრის სახეები გახდებიან. 

2019 წელს ბრენდმა Red Hot ამერიკელი ბიჭები გამოსცა, ხოლო 2018 წელს Red Hot ბრიტანელი ბიჭები. ახლა სხვა კონტინენტის ჯერია. 

ამ დროისთვის მხოლოდ 6 ბიჭი შეირჩა. BK, ჯეიმსი, პაბლო, ჯორდანი, ნიკოლა და დონი. ბრენდი დანარჩენ 6 ბიჭს ეძებს, რომლებიც აგვისტო-დეკემბრის თვეებს გაინაწილებენ. 

"კალენდრის ფასი 20 ფუნტ სტერლინგი იქნება და ის შეუდარებელ სხეულებს, ლამაზ სახეებს, მკვრივ უკანალებს და სექსუალურ კაცებს გპირდებით",- ამბობენ ბრენდის ხელმძღვანელები.

წლევანდელი კალენდარი ტერენს ჰიგინსის ფონდს მოხმარდება, რომელიც შიდსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვის. ამ კამპანიით, მათ უკვე მოაგროვეს 12 725 სტერლინგი. 

თუ ბუნებრივად წითური ხართ და ამასთან თვლით რომ ცეცხლოვანიც, შეგიძლიათ თქვენი ფოტოები ბრენდის INSTAGRAM გვერდს გაუგზავნოთ

კომენტარები