საქართველოს საგარეო კურსი

პატრიოტთა ალიანსი "სამხედრო მიუმხრომლობის" მოთხოვნით აქციების დაწყებას გეგმავს

fb.acebook.com/allianceofficiall

პატრიოტთა ალიანსი 27 მაისიდან აქციების დაწყებას გეგმავს. პარტიის ლიდერების თქმით, მთავარი აქცია 15 ივნისს თავისუფლების მოედანზე გაიმართება, შემდეგ კი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.

აქციების მთავარი მოთხოვნა, დანაპირების შესრულების გარდა, „სამხედრო მიუმხრომლობა" იქნება. პარტიის ლიდერები თავდავდაცვის ბიუჯეტის შემცირებასაც ითხოვენ.

„თავისუფლების მოედანზე იქნება მიტინგი და ვარწმუნებ ხელისუფლებას, რომ 15 ივნისს ამ მოედანს გავავსებთ. შემდეგ ყოველდღიური მიტინგების რეჟიმში გადავალთ. ყველა ტყუილი, რაც შვიდი წლის განმავლობაში მოვისმინეთ, გამოსწორდეს - ესაა პირველი მოთხოვნა. ყველა დანაპირები უნდა აღსრულდეს. სამხედრო მიუმხრომლობა აუცილებლად, იმიტომ რომ ესაა უსაფრთხოების ერთადერთი გზა დღეს“, - უთხრა დავით თარხან-მოურავმა ჟურნალისტებს.

„მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 % გამოყოფილი გვაქვს NATO-ს სტანდარტებით თავდაცვისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებაზე ვიდრე ასეთი მასშტაბის თავდაცვის დაფინანსებაზე”, - თქვა ირმა ინაშვილმა.

მხარდამჭერების შეკრება, სადაც აქციებიც დაანონსდა, პატრიოტთა ალიანსმა 4 მაისს სპორტის სასახლეში გამართა.

კომენტარები