ხანძარი მოსკოვის აეროპორტში

რუსული მედიის ნაწილი: შერემეტიევოს აეროპორტში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

რუსული მედიის ნაწილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ხანძრის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. 

ცეცხლი თვითმფრინავს გაუჩნდა. 

მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა. სავარაუდოდ, დაფრენისას თვითმფრინავის საწვავის ავზი გასკდა. 

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. 

თავდაპირველად რუსული მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შედეგად არავინ დაღუპულა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

თვითმფრინავი კომპანია „აეროფლოტს“ ეკუთვნის და ის მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.

კომენტარები