პრივატიზაცია

თურნავა: პრივატიზაციის მთელი პროცესი გახდება ელექტრონული

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ნათია თურნავას თქმით, პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონული გახდება. 

ეკონომიკის მინისტრმა ამის შესახებ ტვ იმედის ეთერში, გადაცემა იმედი LIVE-ში ისაუბრა.

"დღეს ჩვენ გვაქვს ელექტრონული აუქციონები, ძალიან კარგი, ვხედავთ ამ პროცესს, გამჭვირვალეა. ჩვენ გვაქვს მომზადებული საკანოონმდებლო ინიციატივა, ეს მზადდებოდა სამინისტროში და ჩვენ მას წარვუდგენთ მთავრობას - პრივატიზაციის მთელი პროცესი გახდება ელექტრონული და გამჭვირვალე. ადამიანი, ვინც შემოიტანს განაცხადს, ჩვენთან მოსვლის გარეშე, სახლში, ინტერნეტში შეეძლება დაინახოს, რა მსვლელობა მიეცა ამ განაცხადს. მთელი პროცესი განაცხადის შეტანიდან პრივატიცზაციის დასრულებამდე იქნება გამჭვირვალზე. ზუსტად ეცოდინება, რომ პირობითად სამ დღეში მას მიეცემა პასუხი ექვემდებარება თუ არა ეს ქონება პრივატიზაციას, მერე პირობითად ორ კვირაში, გვექნება პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობისგან რამე დამატებითი სპეციფიკა. არის თუ არა საჭირო. ეს არის ის, სადაც მე ვხედავ ჩემს როლს, რომ პროცედურები გავამარტივო", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა. 

კომენტარები