თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

დღეს, 6 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), კრწანისის, ასათიანის, სართიჭალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას, ლესია უკრაინკას, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, IIIა VII, VIII მიკრორაიონების, ქერჩის, პატარა ტბის, მიქატაძის, ხერგიანის, ხევძმარის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირი IV კვარტლის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და საბურთალოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოჭინის, ვეძათხევის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, ნათიშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, ქვლივიძის, ვერჰარნის, გრანელის, ლენტეხის, ბენაშვილის, მამარდაშვილის, ოსიაურის, იაროსლავლის, ახალციხის, ჩხეიძის, სულიაშვილის და თოიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის, უნივერსიტეტის, თამარაშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები