ცნობილი ადამიანები

მადონა: შეცდომა დავუშვი, როდესაც 13 წლის შვილებს მობილური ტელეფონები ვუყიდე

Billboard

მადონამ ჟურნალ ვოგთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

60 წლის მომღერალმა თავის თავზე და შვილებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც შვილებს მობილური ტელეფონები აჩუქა, მათი ურთიერთობა დასრულდა.

”შეცდომა დავუშვი, როდესაც 13 წლის ასაკის შვილებს მობილური ტელეფონები ვაჩუქე. ამან დაასრულდა ჩემი ურთიერთობა ბავშვებთან. სრულად არა, მაგრამ ეს გახდა მათი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. მათ საკუთარი თავების სხვა ადამიანებთან შედარება დაიწყეს, რაც ძალიან ცუდია თვითშეფასების ზრდისთვის”, - თქვა მადონამ.

მომღერალმა თავის 22 წლის ქალიშვილზე, ლორდესზეც ისაუბრა.

”მას არ აქვს ჩემნაირი ენერგია და მე ვხედავ სოციალური მედიის გავლენებს მასზე. ის ფიქრობს, რომ ხალხი იმიტომ აძლევს რაღაცებს, რომ მადონას შვილია. მე ვეცადე, რომ მისთვის სხვა ცნობილი ადამიანების შვილების მაგალითები მიმეცა, რომლებსაც ბევრი მუშაობა დასჭირდათ”, - თქვა მადონამ.

კომენტარები