"და შენს ცოლს უნდა მერობა?"- ზუგდიდში სააკაშვილ-რულოვსის საწინააღმდეგო წარწერები გამოჩნდა

რადიო ათინათი

"და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?"- ზუგდიდში ავტობუსის გაჩერებებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ოპოზიციიური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა. 

ფოტოების ნაწილზე სააკაშვილია გამოსახული და ავტორის მტკიცებით, 1992 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში სააკაშვილი გამსახურდიას "უღირს პრეზიდენტად და "კავკასიელ ჰუსეინად" მოიხსენიებს. 

ფოტო: რადიო ათინათი

მეორე ნაწილზე კი მერობის კანდიდატის წიგნიდან ციტატაა მოყვანილი, სადაც რულოვსი საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბანდფორმირების ხელმძღვანელად მოიხსენიებს. 

ჯერჯერობით უცნობია ვინ განათავსა ფოტოები გაჩარებებზე

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები