აშშ

აშშ ირანიდან საფრთხის გამო ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემს და ბომბდამშენებს გზავნის

0 კომენტარი
ფოტო: EPA

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით ირანის მხრიდან "შემაშფოთებელი და ესკალაციის გამომწვევი ნიშნების და გაფრთხილებბის" გამო ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ ხომალდს და ბომბდამშენებს გზავნის.

უცნობია ირანის კონკრეტულად რა ქმედებებზეა საუბარი ბოლტონის განცხადებაში. ზოგიერთი ექსპერტის აზრით ბოლტონი ღაზას სექტორიდან ჰამასის მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გულისხმობდა, რის უკანაც, მათი აზრით, შესაძლოა ირანი იდგეს.

წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემისა და თვითმფრინავების მიზანია "მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს ირანის რეჟიმს, რომ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებზე თავდასხმას შესაფერისი პასუხი მოჰყვება."

"აშშ-ს არ სურს ომი ირანის რეჟიმთან, მაგრამ მზად ვართ პასუხი გავცეთ ნებისმიერ თავდასხმას, იქნება ეს სატელიტის, ირანის რევოლუციური გვარდიის თუ რეგულარული სამხედრო ძალების მხრიდან."

ამერიკული ავიამზიდების და ბომბდამშენების როტაცია რეგულარულად ხდება. აშშ-მა ახლო აღმოსავლეთიდან ბომბდამშენები ტექნიკური მომსახურების და გაუმჯობესებისთვის მარტში გამოიყვანა. ამ დროისათვის რეგიონში მსგავსი ხომალდი არ არის. ავიამზიდმა "აბრაამ ლინკოლნმა" ვირჯინიის ბაზა 1 პარილს დატოვა. ის ჯერ ხმელთაშუა ზღვაში წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას, შემდეგ კი სპარსეთის ყურეში ჩავა.

ჩვეულებრივ, მსგავსი გადაადგილებების შესახებ ინფორმაციას არა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, არამედ პენტაგონი აკეთებს ხოლმე.

გასულ თვეს ირანის საგარეს საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ნიუ იორკში ვიზიტისას თქვა, რომ ბოლტონს, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ტახტის მემკვიდრეს, პრინც მუჰამედ ბინ ზაიედს და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მუჰამედ ბინ სალმანს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გაჩაღება სურთ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეოთხე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები