სერენა უილიამსის დაბრუნება

სერენა უილიამსი კორტზე რომში დაბრუნდება

ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი კორტზე რომში დაბრუნდება რომის ტურნირი 11 მაისს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. ამერიკელმა ტურნირში მონაწილეობა უკვე დაადასტურა.

რომის ტურნირის დირექტორმა სერჯო პალმიერიმ განაცხადა, რომ უილიამსმა უკვე დაჯავშნა იტალიის დედაქალაქში სასტუმრო. ის რომს უახლოეს დღეებში ეწვევა.

ტრავმების გამო, სერენა უილიამსმა ბოლოს თებერვალში ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ უილიამსს რომის ტურნირი 4-ჯერ აქვს მოგებული.

კომენტარები