ვან დერ ვაარტის დებიუტი დარტსში

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დარტსის პროფესიონალურ ტურნირზე ითამაშა (ვიდეო)

ჰოლანდიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მოგებით დაიწყო თავისი პირველი პროფესიული ტურნირი დარტსში.

დანიის ღია პირველობაზე ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პირველ წრეში 4:2 დაამარცხა ტომას ანდერსენი. Sky Sports-ის ცნობით, ყოფილ ფეხბურთელს 7 ცდა დასჭირდა თამაშის დასასრულებლად.

შემდეგ რაუნდში, ვან დერ ვაარტმა 0:4 წააგო მასპინძელ მოგენს კრისტენსენთან და დატოვა ტურნირი.

კომენტარები