უკვდავთა პოლკი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას "უკვდავი პოლკის" ალტერნატივას სთავაზობს

РИА Новости

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, უკრაინელებს 9 მაისს რუსული პროპაგანდისტული აქციის "უკვდავი პოლკის" მაგივრად ალტერნატიული აქციის ჩატარების ინიციატივით მიმართა. 

ტელეკომპანია Интер-ის პასუხად, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, კიევში "უკვდავი პოლკის" აქცია ჩაატარონ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ნათესავების პორტრეტებით გადიან ქუჩებში, მწერალმა, ანდრეი კურკოვმა, დაწერა, რომ ამის ნაცვლად სჯობს ისეთი აქცია მოაწყონ, სადაც დონბასში უკრაინისთვის დაღუპულთა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უგზოუკვლოდ დაკარგულთა და რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი პოლიტპატიმრების პორტრეტები ექნებათ ხელში. 

"სწორი იდეაა, ბოლომდე მხარს ვუჭერ. ამასთან, გთავაზობთ ქუჩაში იმ სტალინის რეპრესიების მსხვერპლი უკრაინელების პორტრეტებით გამოხვიდეთ. ეს იქნება ადეკვატური პასუხი სრული სურათის დასანახად,"- დაწერა კლიმკინმა Facebook-ზე. 

გასულ წელს უკრაინაში "უკვდავთა პოლკის" აქციაში, დაახლოებით, 2 000 ადამიანი ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია "ევრაზიული ინსტიტუტის" დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე 9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს

რციხლაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია.

კომენტარები