ტაივანი

ტაივანის საპრეზიდენტო კანდიდატს სურს, რომ პეკინმა "ჩინეთის რესპუბლიკა ცნოს"

FT

ტაივანის საპრეზიდენტო კანდიდატს ტერი კოუს სურს, რომ პეკინმა ჩინეთის რესპუბლიკა აღიაროს. მან ტაივანი ოფიციალური სახელით, ჩინეთის რესპუბლიკით მოიხსენია.

"ჩვენ გვინდა ვთხოვოთ პეკინს, რომ ცნოს ტაივანის არსებობა, როგორც ჩინეთის რესპუბლიკა," - აღნიშნა კოუმ.

აპრილში კოუმ დააანონსა, რომ ტაივანის 2020 წლის არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

მან ასევე თქვა, რომ აშშ-ს, ჩინეთსა და ტაივანს შორის მშვიდობის დამყარება სურს.

გასულ კვირას ის აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, რათა ტაივანის კომპანიების დაგეგმილი ინვესტიციები განეხილათ.

"მე ტრამპს ვუთახრი, რომ აქ მშვიდობის დასამყარებლად მოვედი," - განაცხადა კოუმ თაიფეიში გამართულ კონფერენციაზე.

პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პეკინთან მას სავაჭრო დიალოგი სურს, რაც ორივე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარება.

ტერი კოუ Foxconn-ის ტექნოლოგიური ჯგუფის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. კომპანია Apple-ს მომმარაგებელი არის. Foxconn-ის ქარხნების უმეტესობა ჩინეთშია, კომპანია ტაივანის ერთ-ერთი უდიდეს კერძო დამსაქმებელი და მსოფლიოში ელექტრონული წარმოების მომსახურეობის უდიდესი მომწოდებელია. ტაივანში ეჭვობენ, რომ კოუს ბიზნეს ინტერესებმა შესაძლოა ტაივანის ეროვნული ინტერესი გადაწონოს.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 11 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ტაივანი დე ფაქტო დამოუკიდებელ ქვეყნად 1949 წლის ჩინეთის სამოქალაქო ომის შემდეგ გამოცხადდა. ჩინეთის მთავრობას ტაივანი არც ერთხელ უღიარებია, მას სეპარატისტულ ტერიტორიად და "ერთიანი ჩინეთის" ნაწილად თვლის. ტაივანში გამოკითხულთა უმრავლესობას დე-ფაქტო დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღესკანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

ჩინეთსა და ტაივანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანის პრეზიდენტად ცაი ინ-ვენი აირჩიეს. ჩინეთის შიშობენ, რომ მას ტაივანის დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება სურს. თავად ცაი ინ-ვენის თქმით, მას ჩინეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურს, თუმცა ტაივანის დემოკრატიას და უსაფრთხოებას დაიცავს.

ჩინეთმა ტაივანთან რეგულარული დიალოგის მექანიზმი შეაჩერა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გააძლიერა.

აშშ ტაივანს "ერთიანი ჩინეთის" ნაწილად აღიარებს, თუმცა მისი უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების მომმარაგებელია.

1979 წლის შემდეგ პირველად 2016 წლის 2 დეკემბერს ტრამპმა მიიღო სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ცაისგან, რითაც დაარღვია დიპლომატიური პროტოკოლი, რომ არ უნდა შემდგარიყო პირდაპირი კონტაქტი აშშ-ისა და ტაივანის ლიდერებს შორის.

კომენტარები