ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი შეეძინათ

elle.co.uk

სასექსის ჰერცოგიანიას, მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი შეეძინათ - ამის შესახებ ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა განცხადება გაარვცელა.

"ჰერცოგინია და ბავშვი ორივე კარგად არიან, წყვილი მადლობას უხდის ხალხს მათი აღფრთოვანებისა და მხარდაჭერისთვის", - წერია განცხადებაში.

პირველი შვილის დაბადების შემდეგ კომენტარი გააკეთა პრინცმა ჰარიმაც.

"მე ძალიან აღელვებული გაცნობებთ, რომ მეგანს და მე დილით ძალიან ჯანმრთელი ბიჭი შეგვეძინა. დედა და ბავშვი ძალიან კარგად არიან. ეს არის ყველაზე კარგი გამოცდილება, რასაც კი ოდესმე წარმოვიდგენდი", - თქვა პრინცმა ჰარიმ.

გავრცელებულ ინფორმაციით, წყვილს ჯერჯერობით ბავშვის სახელი არ მოუფიქრებია.

კომენტარები