დაიანა როსი

დაიანა როსი ნიუ ორლეანის აეროპორტში მომხდარ შემთხვევაზე: თავს შევიწროებულად ვგრძნობ

დაიანა როსი ამბობს, რომ ნიუ ორლეანის აეროპორტში შემოწმების შემდეგ თავს ცუდად გრძნობს და ტირილი უნდა.

სოლო მომღერალი ნიუ ორლეანის Jazz & Heritage festival-ს ესწრებოდა, რის გამოც აეროპორტში შემოწმების გავლა მოუწია. 

"ნიუ ორლეანში სამეფო პირის მსგავსად მექცეოდნენ, ხოლო აეროპორტში საშინლად. ახლაც ვგრძნობ მის ხელებს ფეხებს შორის, წინ და უკან. არეული მაქვს გრძნობები, მინდა ვიტირო," - წერს ის ტვიტერზე. 

TSA (ტრანსპორტირების დაცვის ადმინისტრაცია) ამბობს: "სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მიუთითებს, რომ ოფიცრები ქალბატონ როსთან მიმართებით პროტოკოლს მიყვებოდნენ, თუმცა გამოძიებას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ ქალბატონ როსს, რომ დაგვიკავშირდეს, რათა სწორად ვიმუშაოთ მისი შეშფოთების მიზეზებზე.”

1999 წელს როსი Heathrow-ს აეროპორტში დააკავეს და გააფრთხილეს, რადგან მან თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა.

“არ ვარ წინააღმდეგი რომ შემეხონ, მაგრამ არა ამ გზით - ეს ძალიან პირადული იყო," - თქვა მაშინ.

კომენტარები