დინამო თბილისი

1900-იანი წლების დინამო თბილისის თამაშები სურათებში

0 კომენტარი
1964 წელი, თბილისის დინამოს გულშემატკივრები ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

საფეხბურთო გუნდი "დინამო თბილისი" 1925 წლის შემოდგომაზე დაარსდა.

1900-იან წლებში თბილისის დინამოს საკმაოდ ტიტულოვანი პერიოდი ჰქონდა - 1981 წელს გუნდმა ევროპის თასების მფლობელთა თასის მოპოვება შეძლო, 1964 და 1978 წლებში საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი გახდა, ორჯერ 1976 და 1979 წლებში შეძლო გამხდარიყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი.

თბილისის დინამოს რამდენიმე ფეხბურთელი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელებად იყვნენ დასახელებულები: 1978 და 1981 წლებში რამაზ შენგელია, 1977 წელს დავით ყიფიანი და 1980 წელს ალექსანდრე ჩივაძე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისის დინამო საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. გუნდს საქართველოს ჩემპიონატი 16-ჯერ, ხოლო საქართველოს თასი 13-ჯერ აქვს მოგებული.

დაათვალიერეთ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაციფრულებული სურათები 1900-იანი წლების თბილისის დინამოზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები