ბავშვები

88 წლის ქალი, რომელიც 12 წელი ბავშვებს ფანჯრიდან ხელს უქნევდა, 400-მა ბავშვმა გააცილა

88 წლის ქალი, თინი დევიდსონი 12 წლის განმავლობაში ყველა სკოლაში მიმავალ მოსწავლეს თავისი სახლის ფანჯრიდან ხელს უქნევდა. ამიტომ, როდესაც ბავშვებმა გაიგეს, რომ ქალი მოხუცთა თავშესაფარში გადადიოდა საცოვრებლად, მის სახლთან შეგროვდნენ და გამოსამშვიდობებლად ერთდროულად ხელი დაუქნიეს.

თინი დევიდსონი ხელს ბავშვებს 2007 წლიდან უქნევს, მას მერე რაც ქმართან ერთად ახალ სახლში გადავიდა.

მოხუცთა თავშესაფარში გადასვლა ქალმა მისი ქმრის სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა.

"მე ბავშვები მომწონს. ისინი მიყურებდნენ ხოლმე და მე ვიფიქრე, თუ გამომხედავენ, ხელს დავუქნევ. ასე დავიწყე მათთვის ხელი ქნევა", - თქვა თინი დევიდსონმა.


ფოტო: cbsnews.com

გასულ ხუთშაბათს, გამოსამშვიდობებლად, 88 წლის ქალის სახლთან 400 ბავშვი ყვავილებით და პოსტერებით ხელში მივიდა.

"მე გაოცებული ვიყავი, რომ ამდენ ბავშვს ჩემთან დამშვიდობება უნდოდა. ისინი საოცარი ბავშვები არიან, ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებენ. ვფიქრობ რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ვარ", - თქვა თინი დევიდსონმა.

კომენტარები