ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

იანვრიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 676 პირიდან მხოლოდ 55-ია ნარკორეალიზატორი

შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე
შინაგან საქმეთა სამინისტრო

2019 წლის იანვრიდან დღემდე ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული 676 ადამიანიდან მხოლოდ 55-ია ნარკორეალიზატორი. 

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ამასთან, მათივე ინფორმაციით, შსს-მ პირველი იანვრიდან დღემდე 13 კილოგრამი "ჰეროინი", 1 530 აბი "სუბოტექსი" და "სუბოქსინი", 2 400 აბი "ესტაზი", 5 კილოგრამზე მეტი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი კოკაინი და 350 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატი ამოიღო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძნობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ, ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა,"- ამბობს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე. 

კომენტარები