რუსთავი ორის საქმე

ბაქრაძე: რუსთავი 2-ის საქმე არის ღირებულებითი ტესტი, საით მიდის ჩვენი ქვეყანა

"რუსთავი 2-ის ბედი განსაზღვრავს ვიცხოვრებთ ჩვენ 60-იანი წლების საბჭოთა კავშირში ან ჩრდილო კორეაში, თუ ვიცხოვრებთ ქვეყანაში სადაც შესაძლებელია განსხვავებული აზრების არსებობა," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს სარჩელის შინაარსა და იურიდიულ დეტალებს, ნებისმიერი შეტევა რუსთავი ორზე იმ შეტევის გაგრძელებას აღიქმება, რომელის ქვეშაც წლებია ტელევიზია დგას.

„ნებისმიერი შეტევა დღეს რუსთავი 2-ზე, იმ დროს როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ ასეთი შეტევები შეჩერდეს, ცალსახად აღიქმება როგორც გაგრძელება იმ შეტევის, რომელშიც წლების ქვეშ იმყოფებოდა ტელეკომპანია. ამიტომ, ამ სარჩელს უნდა მოყვეს რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ეს არის გაგრძელება ბრძოლის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. ეს არ უკავშირდება მხოლოდ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, რუსთავი 2-მა აჩვენა საკუთარი ძალა და გავლენა საზოგადოებაზე განვლილი წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაგრამ ეს არ უკავშრდება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივას, ბევრად უფრო დიდი ღირებულება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს ღირებულება არის, იქნება თუ არა საქართველო ქვეყანა სადაც იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ამ სარჩელით და რუსთავი 2-ზე შეტევით ხელისუფლება კიდე ერთხელ გვეუბნება, რომ ივანიშვილს უნდა საქართველო იყოს ქვეყანა სადაც არ იარსებებს განსხვავებული და კრიტიკული აზრი. ნებისმიერი ადამიანისთვის ეს შემთხვევა უნდა იყოს განმსაზღველი, დგას თუარა ამ ქვეყანაში თავისუფალი მომავლის პერსპექტივის მხარეს. რუსთავი 2-ის საქმე ცილდება მხოლოდ რუსთავი 2-ის ფარგლებს და არის ღირებულებითი ტესტი საით მიდის ჩვენი ქვეყანა და როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ყველა ხვალ,“ - ამბობს ბაქრაძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილის მიერ მისი და სხვა მეწილეების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" ახალი გეგმაა. ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დანარჩენი მეწილეებისგან ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების, ჯამში 26 მილიონს ლარს. გვარამიას თქმით, ამ სარჩელის მთავარი მიზანი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და მისი ინფორმაციით მთავარი მოთხოვნა, რასაც მოსარჩელე მხარე წამოაყენებს მისი უფლებამოსილების შეჩერება იქნება

კომენტარები