არქეოლოგია

ეგვიპტეში გიზას პირამიდებთან ძვ.წ. 2500 წლის სამარხი აღმოაჩინეს [ფოტოები]

0 კომენტარი

ეგვიპტეში, გიზას პირამიდებთან ახლოს ძველი წელთაღრიცხვით 2500 წლის სამარხი აღმოაჩინეს, რომელიც, სავადაუდოდ, მაღალი რანგის პირებს ეკუთვნოდათ.

ოჯახი, რომელსაც სამარხი ეკუთვნოდა ეგვიპტის მეხუთე დინასტიის დროს, ძვ.წ. 25-დან 24-ე საუკუნემდე ცხოვრობდა.

სამარხში ორი ადამიანის მუმია, მათ შორის ერთ-ერთის ტიტულები ქურუმს და მოსამართლეს მოიცავს, ხოლო მეორის ფარაონ ხეფრენის "გამპატიოსნებელს".

სწორედ ხეფრენის აშენებულია გიზას სამი ცნობილი პირამიდიდად ერთ-ერთი. ის ეგვიპტეს 25 წელი მართავდა.

არქეოლოგებმა მუმიებთან ერთად სხვადასხვა არტეფაქტებიც აღმოაჩინეს მათ შორის კირქვის კაცის, ქალის და მათი ვაჟის ქანდაკება. ასევე შედარებით გვიანი პერიოდის, ძვ.წ. მეშვიდე საუკუნის ხის სარკოფაგები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები