კრიმინალი

ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი დაჭრეს, ბრალდებული დაკავებულია

flickr

ბელიაშვილის ქუჩაზე N46 ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება ავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს შორის იმის გამო მოხდა, რომ ერთმა მათგანმა მეორეს გზა არ დაუთმო.

პოლიციამ ბრალდებული ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დააკავა - შუახსნის მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მას სამართალდამცველები ეძებდნენ. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები