პოლონეთი

პოლონეთში დააკავეს ქალი, რომელმაც ღვთისმშობელს შარავანდედი ცისარტყელას ფერებში დაუხატა

TheGuardian

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში პოსტერების გამოჩენის შემდეგ, რომელზეც ღვთისმშობელს შარავანდედი ცისარტყელას ფერებში აქვს, 51 წლის ქალი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის დააკავეს.

ჩენსტოხოვას ღვთისმშობლის ხატი ბიზანტიურია და პოლონეთის იასნა გორას ტაძარში ინახება, რომელიც გაეროს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით ქალმა ხატი შებღალა:

"თავისუფლებასა და ტოლერანტობაზე ისტორიების მოყოლა არავის აძლევს უფლებას მორწმუნეების გრძნობები შეურაცხყოს." თქვა მან.

პოლიციამ დაკავებისას მის სახლში რამდენიმე პოსტერი აღმოაჩინა, რომლებზეც ღვთისმშობელს შარავანდედი ცისარტყელას ფერებში აქვს.

პოლონეთის კანონმდებლობით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯება. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულს დანაშაული დაუმტკიცდა, მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები