ამბროლაურის აეროპორტი

იანვარ-აპრილში ამბროლაურის აეროპორტის მგზავრთნაკადი 43 მგზავრით გაიზარდა, რეისები ერთით

ამბროლაურის აეროპორტი
FB ამბროლაურის აეროპორტი

ამბროლაურის აეროპორტი 2019 წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-აპრილში მგზავრთნაკადი 218 იყო, ამჯერად კი 261. ამას გარდა, 2019 წლის იანვარ-აპრილში ჯამში 27 ავიარეისი შესრულდა, რაც წინა წლისაზე ერთით მეტია.

ამბროლაურის აეროპორტი 2017 წლის იანვარში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ ლარს აჭარბებდა.

კომენტარები