ჯულიან ასანჟი

პამელა ანდერსონმა ციხეში ჯულიან ასანჟი მოინახულა

0 კომენტარი

სამშაბათს პამელა ანდერსონმა ბელმარშის მაღალი სიმკაცრის ციხეში ჯულიან ასანჟი მოინახულა. ასანჟისთვის ეს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 11 აპრილს ის ეკვადორის საელჩოდან გააძევეს და დააპატიმრეს. 

"ის არ იმსახურებს სუპერ მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში ყოფნას. მას არასდროს ჩაუდენია ძალადობრივი დანაშაული, ის უდანაშაულოა," - განაცხადა ანდერსონმა ციხის დატოვების შემდეგ. მისი თქმით WikiLeaks-ის დამფუძნებელი ყველას მოწყვიტეს, მათ შორის შვილებს და არ აქვს წვდომა არანაირ ინფორმაციასთან. 

"ის კარგი კაცია, ის საოცარი პიროვნებაა, მე მიყვარს ის და ვერ წარმომუდგენია თუ რისი გავლა უწევს," - თქვა ანდერსონმა, რომელიც ასანჟს შვიდი წლის განმავლობაში საელჩოში ყოფნისას არაერთხელ ეწვია. 

ვიზიტისას ანდერსონს თან ახლდა WikiLeaks-ის მთავარი რედაქტორი კრისტინ ჰრაფნსონი, მისი თქმით წყვილის შეხვედრა "საკმაოდ ემოციური" იყო და ასანჟს აიძულებენ დღეში 23 საათი თავის საკანში გაატაროს. 

"ჩემთვის შოკისმომგვრელია ვხედავდე მეგობარს, ინტელექტუალს, გამომცემელს, ჟურნალიტს, კაცს, რომელმაც თავისი ნაშრომებით გარდაქმნა ჟურნალისტიკის სამყარო, მაღალი სიმკაცრის ციხეში,"- ამბობს ჰრაფნსონი. 

ბელმარშის ციხე, სადაც ასანჟია მოთავსებული, ლონდონის სამხრეთაღმოსავლეთში მდებარეობს ცნობილია იმით, რომ მასში ბრიტანეთის ყველაზე სახელგანთქმული ტერორისტები იხდიდნენ სასჯელს. ასანჟი ეწინააღმდეგება აშშ-ში მის ექსტრადიციას, სადაც მას პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე ჰაკერულ თავდასხმაში და გასაიდუმლოებული დოკუმენტების მოპოვებაში ადანაშაულებენ. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები