ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლივერპულმა ბარსელონა 4-0 დაამარცხა - ფოტოები

0 კომენტარი
ფოტო: Liverpool FC

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ლივერპულმა ბარსელონა 4-0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში 4-3 მოიგო და ფინალში გავიდა.

შეხვედრა ლივერპულის სტადიონზე ენდილდ როუდზე გაიმართა.

პირველი გოლი ლივერპულის მოთამაშემ დივოკ ორიჯიმ მეშვიდე წუთზე გაიტანა, შემდეგ მეორე ტაიმში ორი წუთის განმავლობაში ჟორჟინიო ვაინალდუმმა ორი გოლი გაიატანა, 79-ე წუთზე კი დივოკ ორიჯიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოუტანა.

ლივერპული-ბარსელონას წყვილის პირველი შეხვედრა, გასულ სამშაბათს კამპ ნოუზე შედგა, სადაც ესპანურმა გუნდმა ინგლისური გუნდი 3-0 დაამარცხა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, მადრიდში გაიმართება. დღეს ტოტენჰემი-აიაქსის წყვილიდან გადაწყება, ვინ დაუპირსპირდება ფინალში ლივერპულს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები