საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისის მერიამ ახალი, მწვანე ავტობუსების პრეზენტაცია გამართა

თბილისის მერიამ ახალი მწვანე ავტობუსების პრეზენტაცია გამართა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სულ შეძენილია 90 ახალი ავტობუსი და აქედან 50 უკვე თბილისშია და ორშაბათიდან მოემსახურება მოქალაქეებს.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და შედეგი უკვე გვაქვს სახეზე, ეს არის ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. თქვენ ხედავთ აქ ავტობუსებს, რომლებიც სერიოზული პრობლემა იყო ქალაქისთვის და ჯერ კიდევ არის, როგორც გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ასევე ამ ავტობუსებით მგზავრობა მგზავრებისთვის სერიოზული დისკომფორტია. ეს არის წარსული(ყვითელი ავტობუსები), ეს არის მომავალი (მწვანე ავტობუსები). შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რომ არა ეს ადამიანი, მე მინდა ბატონ მამუკას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის თანადგომისთვის. როდესაც ასეთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებ თუ ცენტრალური ხელისუფლების და პრემიერმინისტრის მხარდაჭერა არ გაქვს, შეუძლებელია ეს გააკეთო.

კალაძის თქმით, ავტობუსების ფერი თბილისის მოსალხეობამ აირჩია და მერიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეთა 60%-მა მწვანე ფერს დაუჭირა მხარი. 

"სხვათაშორის ფერი არიჩია დედაქალქის მოსახლეობამ. ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და გამოკითხვაში მონაწილეთა 60 პროცენტმა ეს ფერი არიჩია. 220  ერთეულ ავტობუსის ტენდერზე უკვე გვყავს გამარჯვებული, საუბარია 8 მეტრიან ავტობუსებზე. ამით მთლიანად შევძლებთ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას. მომავალ წელს ვგეგმავთ, კიდევ დამატებითი 200 12 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას, 100 იქნება გაზზე და 100 ელექტრო. ამ მიმართულებით მიდის ევროპული ქვეყნები და ჩვენ არ ჩამოვუვვარდებით, რა თქმა უნდა," - თქვა კალაძემ. 

კომენტარები