საქართველოს პარლამენტი

96 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, პარლამენტმა 12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა

ტაბულა

რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. 

ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

ახალი დღესასწაულის დაწესების ინიციატივა საპატრიარქოს ეკუთვნის, რაც მთავრობამ გაიზიარა. სწორედ საქართველოს მთავრობამ მიმართა პარლამენტს, დაჩქარებული წესით მიეღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება.

კომენტარები