ტერორიზმი

პაკისტანში სუფიურ სალოცავთან მომხდარ აფეთქებას 10 ადამიანის ემსხვერპლა, დაშავდა 23

Reuters

პაკისტანის ლაჰორის პროვინციაში მე-11 საუკუნის სუფიურ სალოცავთან მდებარე პოლიციის პუნქტზე თავდასხმისას 10 ადამიანი დიღუპა და 23 დაშავდა. დაღუპულთაგან 8 პოლიციელია. დაშავებულთაგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქება მუსლიმებისათვის წმინდა რამადანის თვის დაწყებიდან 1 დღეში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰიზბულ აჰრარმა აიღო, რომელიც პაკისტანის თალიბანს გამოეყო. მათი თქმით სამიზნე სწორედ პოლიციის პუნქტი იყო და თავდასხმა ისე დაგეგმეს, რომ მშიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულიყო.

პაკისტანი პრემიერმინისტრმა იმრან ხანმა თავდასხმა დაგმო და ადგილობრივ მთავრობას დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენისაკენ მოუწოდა.

2010 წელს ამავე სალოცავზე ორი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 42 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 175 დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით მაშინ თავდასხმა პაკისტანში მოქმედმა თალიბანის დაჯგუფებამ განახორციელა.

2016 წელს კი ლაჰორის პროვინციაში ქრისტიანებზე, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ, თავდასხმას 75 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ასევე თალიბანთან დაკავშირებულმა დაჯგუფება ჯამა'თ აჰრარმა აიღო. სწორედ ამ დაჯგუფებას გამოეყო 2017 წელს ჰიზბულ აჰრარი.

კომენტარები