ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის წინააღმდეგ ყოველწლიური მარში გააუქმა

AFP/GETTY

კუბის ხელისუფლებამ ჰომოფობიის წინააღმდეგ ყოველწლიური მარში გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაცია სექსუალური განათლების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. 

BBC წერს, რომ ხელისუფლება ღონისძიების გაუქმების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობს. 

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აქტივისტები კრიტიკულად აფასებენ. მათი თქმით ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.

"მეტად მრავალფეროვანი და განვითარებული კუბის მტრები ბედნიერები იქნებიან",- ამბობენ ისინი. 


ფოტო: AFP/GETTY

მარში კუბაზე ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს უნდა გამართულიყო. 

კომენტარები