შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: 9 მაისს უზრუნველვყოფთ მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

უწყების თქმით, ისინი უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე.

"2019 წლის 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე. ამასთან, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - "თავისუფლების ქარტია"-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითგანსაზღვრულ ქმედებებს", - წერია განცხადებაში.

ხვალ, 9 მაისს ორი აქციაა დაგეგმილი: ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტის დამფუძნებელი, გულბაათ რცხილაძე  ავჭავაძის გამზირზე, კუს ტბიდან ვაკის პარკამდე, მსვლელობას გეგმავს. რცხილაძე ფეისბუქზე წერს, რომ მსვლელობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ფორმატით მოხდება, რომელიც რუსული "უკვდავი პოლკის" ანალოგია. გარდა ამისა, დაგეგმილია "უკვდავი პოლკის" კონტარქცია. აქცია "რუსეთი ოკუპანტია"-ს ორგანიზებით იმართება და "არა პუტინის მარშს" ქვია. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია არა "უკვდავთა პოლკის" მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება.

კომენტარები