ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ შვილს არჩი დაარქვეს

0 კომენტარი
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი შვილთან ერთად

სასექსის ჰერცოგინიამ მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ შვილს არჩი დაარქვეს. ბავშვის ოფიციალური სახელი და გვარი არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი იქნება.

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ბიჭი 6 მაისს შეეძინათ, წყვილისთვის ეს პირველი შვილია.

დღეს, მეგან მარკლი და პირნცი ჰარი ახალშობილთან ერთად პირველად გამოჩნდნენ კამერების წინ.

"ეს მაგიაა, საოცრებაა. მე მყავს ორი საუკეთესო ბიჭი მსოფლიოში, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ. ბავშვი ძალიან წყნარია", - თქვა მეგან მარკლიმ.

წყვილმა 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინა. არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დედოფალი ელიზაბეტისთვის მეშვიდე შვილიშვილია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები