ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ტოტენჰემი და ლივერპული დაუპირისპირდებიან

0 კომენტარი
ფოტო: the-square-ball.com

რამდენიმე წუთის წინ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი ტოტენეჰმსა და აიაქსს შორის ანგარიშით 3-2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში ანგარიშმა 3-3 შეადგინა და ტოტენჰემმა ფინალის საგზური მოიპოვა.

ტოტენჰემმა მესამე, გამარჯვების გოლი ბოლო დამატებით წუთზე გაიტანა.

ფინალში ტოტენჰემი ლივერპულს დაუპირისპირდება, რომელმაც ბარსელონას ნახევარფინალის ორი მატჩის ჯამში 4-3 მოუგო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში, 1 ივნისს შედგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები