ვენესუელა

ვენესუელაში ეროვნული ასამბლეის ლიდერის, ხუან გუაიდოს მოადგილე დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: EPA

ვენესუელის სადაზვერვო სამსახურებმა მადუროს ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მოადგილე დააკავეს.

ედგარ ზამბრანომ, რომელიც ეროვნული ასამბლეის ვიცე პრეზიდენტია. დემოკრატიული ქმედების პარტიის ლიდერის თქმით დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე ზამბრანო მას შეხვდა.

"მის მანქანას ალყა შემოარტყეს და მისვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ, შემდეგ კი მისი მანქანა წაიყვანეს." თქვა მან.

რამდენიმე დღის წინ ვენესუელის უმაღლესმა სასამართლომ ზამბრანო და ეროვნული ასამბლეის კიდევ 6 მდივანი სახელმწფოებრივ ღალატში ცნო დამნაშავედ ჩაშლილ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის ოთხშაბათს ვენესუელაში მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. მას შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი თინეიჯერი. დაშავდა სულ მცირე 46 ადამიანი.

სატელევიზიო მიმართვაში ნიკოლას მადურომ თქვა, რომ გუაიდოს მომხრეები "პატარა ჯგუფს" წარმოადგენენ და მათი გეგმა ჩაიშალა.

ხუან გუაიდომ მოსახლეობას ნიკოლას მადუროს დასამხობად გაფიცვებისაკენ მოუწოდა.

მანამდე გუაიდომ ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოს ლეოპოლდო ლოპეზთან, რომელიც შინა პატიმრობაში იმყოფება, კარაკასის ლა კარლოტას საავიაციო ბაზაზე მადუროს დამხობის "ფინალურ ფაზაზე" საუბრობდა.

ვენესუელელმა ოპოზიციონერმა და ნაციონალური ანსამბლეის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად  23 იანვარს გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გუაიდო ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა.

აშშ-ს აღაირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები