9 მაისი

ვაკის პარკში დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია ერთი ადამიანი

ტაბულა

ვაკის პარკში, სადაც ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს, დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, თუმცა უცნობია რომელი აქციის მონაწილეა ეს.

ვაკის პარკში ერთდროულად იმართება პრორუსული ძალების და ანტისაოკუპაციო აქციები. ტერიტორიაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

პრორუსული ძალები "უკვდავთა პოლკის" ანალოგიურ მსვლელობას ატარებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ისინი ითხოვენ ნეიტრალიტეტს და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. აქვთ შესაბამისი ბანერები და წითელი დროშები.

მეორე აქციაზე კი რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ და საპროტესტო ბანერებთან ერთად, აქვთ ანწუხელიძის ფოტოები.

კომენტარები