9 მაისი

"უკვდავთა პოლკის" ქართულმა ანალოგმა აქცია ბათუმშიც გამართა, მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება

რადიო თავისუფლება

"უკვდავთა პოლკის" ქართულმა ანალოგმა აქცია ბათუმშიც გამართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ბათუმში, გმირთა ხეივანში მსვლელობოსას პრორუსული ძალის აქციის წევრებს სურდათ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა, რისი საშუალებაც მათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

აქციაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება პოლიციამ მალევე განმუხტა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ფაქტზე არავინ დაუკავებიათ. ამ დროისათვის ბათუმში აქცია დასრულებულია.

კომენტარები