ნინო გვენეტაძე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას უნივერსიტეტში დაუდასტურეს. გვენეტაძე ახალ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მასთან ერთად გიორგი შარვაშიძეს კიდევ ერთი მოადგილე, ნინო ოკრიბელაშვილი ეყოლება.

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 2018 წლის 2 აგვისტოს გადადგა, განცხადებაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. ის პოსტს 2015 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

უზენაესი სასამართლის ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწის კახა წიქარიშვილის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო და თანამდებობიდან სწორედ ამიტომ გადადგა. 

კომენტარები