აშშ-ირანი

ირანის ბირთვული შეთანხმების ნაწილობრივ დატოვების შემდეგ აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: BBC

8 მაისს ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს ახალი სანქციები დაუწესა. ახალი სანქციები ვრცელდება ირანის მეტალურგიულ ინდუსტრიაზე - რკინის, ფოლადის, ალუმინისა და სპილენძის სექტორებზე.

ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ აშშ მხოლოდ იმ შემთვევაში მოხსნის სანქციებს, თუ ირანი ფუნდამენტურად შეცვლის მის დამოკიდებულებასა - "თეირანი კვლავ უნდა ელოდოს შემდგომ ნაბიჯებს, მანამ, სანამ ფუნდამენტურად არ შეცვლის თავის ქცევას".

ტრამპის განცხადებიდან ვიგებთ, რომ ახალი სანქციები მიემართება ირანის ეკონომიკის იმ სექტორს, რომელზეც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავალის 10% მოდის.

გასულ წელს აღნიშნული მეტალურგიული ინდუსტრიის ექსპორტიდან ირანმა 5.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება ნახა. აღსანიშნავია, რომ ამ მეტალებს ირანის ბალისტიკური რაკეტის პროგრამაში იყენებენ.

რაც აშშ-ს 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვების შემდეგ სანქციები ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაწესდა.

გასული ერთი წლის მანძილზე აშშ-მ დაახლოებით 1000 ირანელზე დააწესა სანქციები და ამჟამად ცდილობს, რომ ირანში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი "ნულამდე" დაიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები