ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში იმყოფებოდა. ვიდეოს და ფოტოებს ქართული ოცნების Fb გვერდი ავრცელებს.
"ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ, მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ “ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ქართული ოცნების ცნობით, ფონდი ქართუ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 12. 5 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.
მმართველი პარტიის ლიდერმა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მეუფე თეოდორესთან ერთად დაათვალიერა.
"ძვირფასი რაც გვაქვს ისტორიაა, უცხოელებთან სალაპარაკო, მეკითხებიან, ვუყვები ყოველთვის" - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.