როენა ხუცურაულის დაკავება

როენა ხუცურაულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

0 კომენტარი

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება. 

"ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს. ასევე ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო. საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდების მხარეს საფუძველს მისცემს, რომ პატიმრობა მოითხოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის“, – ამბობს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სამი პირი 8 მაისს დააკავეს. დაკავებულები არიან - სასტუმრო მამიდას მფლობელი როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზ. ქ. - მეტსახელად "სალომე“, სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როენა ხუცურაულს და მასთან ერთად დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. სასტუმრო მამიდას მფლობელი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები