კრიმინალი

ქალის მკვლელობა ხაშურში - დაკავებულია გარდაცვლილის ქმარი

flickr

სამართალდამცველებმა ხაშურში ქალის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის ქმარი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 1976 წელს დაბადებულმა ვ.ბ-მ მეუღლეს - 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

ხაშურში ქალი გუშინ მოკლეს. ცხედარი გარდაცვლილის შვილმა სახლში იპოვნა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას 
ითვალისწინებს.

კომენტარები