LGBTQ

ქართველი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის AND THEN WE DANCED-ის თრეილერი

0 კომენტარი
ფოტო: ანკა გუჯაბიძე

წელს, კანის კინოფესტივალზე ქართველ მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა გაიმართება. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა. 

ფილმი რეჟისორმა ლევან აკინსმა გადაიღო, რომელიც წარმოშობით საქართველოდან არის.

“მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მისი მიმართ ძლიერი ლტოლვა გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბს გათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, - წერია ფილმის აღწერაში.

ლევან აკინსმა ფილმის შესახებ ისაუბრა.

”ამ ფილმის საშუალებით, მე როგორც რეჟისორი ჩემს ფესვებს დავუბრუნდი, ძალიან ორგანულად ვმუშაობ ფილმზე, რომელზეც ნამდვილი ადამიანების ისტორიები და საქართველოში მიმდინარე ამბები დიდ გავლენას ახდენს. ფილმი მცირე მასშტაბით ყვება ისტორიას ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანებისა და მათი ბრძოლების შესახებ, უფრო დიდი მასშტაბით კი ანახებს რა სიტუაციაა დღეს საქართველოში”, - წერს ლევან აკინსი რეჟისოროს სიტყვაში.

მისი თქმით, როდესაც ქართველ მოცეკვავეებს ესაუბრა, მიხვდა რომ საქართველოში გენდერისა და ორიენტაციის საკითხები ძალიან დიდ კონფლიქტშია კონსერვატიულ რელიგიურ კულტურასთან.

”როდესაც 2013 წელს თბილისში მამაცი ბავშვები გამოვიდნენ [17 მაისს] და მათ მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა, მივხვდი, რომ ამ ამბავს რაიმე გზით უნდა გამოვხმაურებოდი”, - წერს ლევან აკინსი.

ნახეთ, ფილმის თრეილერი აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები