სურსათის ეროვნული სააგენტო

მარნეულში 56 ძროხა ერთდროულად დაიხოცა, მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს

აჭარის ტელევიზია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 56 მსხვილფეხა პირუტყვი ერთდროულად დაეცა.

ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის მიზეზი. მიმდინარეობს მოკვლევა, რომლის შედეგებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროვებს", - ამბობენ უწყებაში.

სააგენტოში აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას გამორიცხავენ. მათი ინფორმაციით, დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით უკვე დაიმარხა. 

კომენტარები