ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სუროგატი დედა სამშობიაროში გადაიყვანეს

MET GALA 2019

კამ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილის სუროგატი დედა სამშობიაროში გადაიყვანეს - ამის შესახებ კიმ კარდაშიანის დამ, კორტნი კარდაშიანმა ელენ დეჯენერისის შოუში თქვა.

"დედაჩემმა არც კი იცის ამის შესახებ, კიმის ბავშვის სუროგატი დედა სამშობიაროში გადაიყვანეს, ამიტომ ის ახლა საავადმყოფოშია", - თქვა კორტნი კარდაშიანმა.

სრული გადაცემა პარასკევამდე არ გამოვა, თუმცა ელენ დეჯენერისმა ეს ნაწყვეტი წინასწარ, საკუთარ ტვიტერზე გააზიარა.

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მეოთხე შვილი ბიჭი იქნება. 

წყვილმა მესამე შვილიც სუროგაციის გზით გააჩინა, რადგან ექიმებმა კიმ კარდაშიანი გააფრთხილეს, რომ მშობიარობის შემთხვევაში შესაძლოა მას ან ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები შექმნოდა.

ჯერჯერობით უცნობია რას დაარქმევს წყვილი მეოთხე ბავშვს.

კომენტარები