სტიქია

საგანგებო: ნეკრესის ხეობაში, მიწის ჩამოშლით ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ნეკრესის ხეობაში, მთის ფერდობიდან მიწის ჩამოშლის შედეგად ჩაკეტილი მდინარის კალაპოტი გათავისუფლებულია. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და დაგუბებული წყლის კალაპოტში დაბრუნება მძიმე ტექნიკისა და მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალის მეშვეობით უსაფრთხოდ განხორციელდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, გეოლოგებთან ერთად, დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლას და პრევენციულ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. შემთხვევის ადგილზე, უსაფრთხოების ყველა ზომა  დაცული იყო. იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, პროცესებში ჩართული იყო განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფიც, რომელიც შეტყობინების მიღებისთანავე, ნეკრესის ხეობაში თბილისიდან დაუყოვნებლივ გაემგზავრა," - წერია განცხადებაში.

კომენტარები