შაკილ ო'ნილი

შაკილ ო'ნილმა დამწყებ კალათბურთელს, რომელსაც ფული არ ჰქონდა, 10 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა

0 კომენტარი
ფოტო: cbsnews.com

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, შაკილ ო'ნილმა დამწყებ კალათბურთელს 13 წლის ზაკ კეითს 10 წყვილი ფეხსაცმელი აჩუქა, რადგან ბავშვის ოჯახს მისი დიდი ფეხის ზომის გამო ამის ფული არ ჰქონდა.

ზაკ კეითი ამერიკის შტატ ჯორჯიადან არის და როდესაც შაკილ ო'ნილმა მისი ისტორია გაიგო, გადაწყვიტა მისთვის ფეხსაცმელები შეეძინა.

"დედა ვერ ყიდულობს ფეხსაცმელებს, ბავშვს დიდი ზომის ფეხი აქვს. ამ ამბავმა გამახსენა ჩემი, დედაჩემის და მამაჩემის ისტორია. მე ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ამას თუ გავაკეთებდი", - თქვა შაკილ ო'ნილმა.

ფოტო: cbsnews.com

კალათბურთელმა ფეხსაცმელები მის ერთ-ერთ საყვარელ მაღაზიაში Freidman's Shoes-ში იყიდა, სადაც სპორტსმენებისთვის სპეციალურად დიდი ზომის ფეხსაცმელებს კერავენ.

"ეს ძალიან დაგვეხმარება. მას 4-5 წლის განმავლობაში არ ჰქონდა შესაბამისი ფეხსაცმელი, რადგან ძალიან გვიჭირდა გვეპოვნა და გვეყიდა ისეთი, რომელიც მოერგებოდა", - თქვა ზაკ კეითის დედამ.

ზაკ კეითის თქმით, მისთვის განსაცვიფრებელი მომენტი იყო, როდესაც შაკილ ო'ნილთან ერთად ერთ ოთახში მოხვდა.

"მე ვფიქრობდი - ვაუ, მას უნდა რომ მიყიდოს ფეხსაცმელები, მხოლოდ მე?", - თქვა ზაკ კეითმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები