მაჩალიკაშვილი საქმე

"დაკავებას არ ველოდები, არაფერი ჩამიდენია," - მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა

ტაბულა

"დაკავებას არ ველოდები, იმიტომ რომ მე არაფერი ჩამიდენია," - მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიზანი მისი განადგურებაა.  

"ამ შენობაში [სუსში] რამდენიმე ჩემზე წინ დასაკავებელი ადამიანი ზის. ვისაც დაუშავებია ჩემ წინაშე და მთელი ერის წინაშე, მთელი ქისტი მოსახლეობის წინაშე, სისხლში გასვრილი ხელებით სხედან და ესენი არიან დასაჭერები, მე არაფერი ჩამიდენია. არ არის დანაშაული ჩადენილი, არ არის დანაშაულის მცდელობა. ორი თვის განმავლობაში სად იყვნენ მცდელობა თუ იყო. მიზანი არის ჩემი განადგურება. მთელი დღევანდელი ხელისუფლება მებრძვის ერთ ადამიანს," - ამბობს მაჩალიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზებით რამდენიმე პირის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

კომენტარები