სურსათის სააგენტო

რუსთავის სკოლაში 16 მოსწავლე მოიწამლა, სურსათის სააგენტომ ბუფეტიდან საკვების ნიმუშები აიღო

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 16 მოსწავლე მოიწამლა. ფაქტზე მოკვლევა სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დაიწყეს.

"სკოლის ბუფეტში ტარდება არაგეგმური ინსპექტირება, აიღებენ სურსათის ნიმუშებს, რომელთა კვლევა ჩატარდება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები